„ლივერპული“ ახლოს არის მარკ გეჰის ტრანსფერთან #1TVSPORT
„ლივერპული“ ახლოს არის მარკ გეჰის ტრანსფერთან #1TVSPORT

ინგლისის ჩემპიონი „ლივერპული“ ახლოსაა „კრისტალ პალასისა“ და ინგლისის ნაკრების მცველის, მარკ გეჰის გაფორმებასთან.

იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ლივერპულმა“ უკვე მიაღწია შეთანხმებას ფეხბურთელთან პირად კონტრაქტზე.

წყაროს ცნობით, მერსისაიდელები „კრისტალ პალასს“ 40 მილიონ ევროს სთავაზობენ ტრანსფერის სანაცვლოდ.

ელოდებიან, რომ 25 წლის მცველის გადასვლა უახლოეს დღეებში მოხდება.

გასულ სეზონში გეჰიმ ყველა ტურნირზე 44 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სამი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.