„ლივერპული“ „ახალი კროოსის“ შეძენით ინტერესდება #1TVSPORT

08:30, 08.03.2025

ინგლისის პრემიერლიგის ლიდერი „ლივერპული“ დაინტერესებულია „შტუტგარტის“ 23 წლის ნახევარმცველით, ანგელო შტილერით, რომელსაც ევროპულ პრესაში „რეალის“ ყოფილ ნახევარმცველს, ტონი კროოსს ადარებენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა გერმანელმა ჟურნალისტმა, კრისტიან ფალკმა.

როგორც ირკვევა, გერმანელი ფეხბურთელის კონტრაქტში არის პუნქტი გამოსასყიდ თანხაზე 36 მილიონი ევროს ოდენობით. ეს ოპცია 2026 წელს ამოქმედდება. მაგრამ „ლივერპული“ მზად არის, უკვე 2025 წლის ზაფხულში იზრუნოს შტილერის შეძენაზე გაცილებით დიდ თანხად.

ამ სეზონში შტილერმა ყველა ტურნირზე 37 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი „შტუტგარტთან“ 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

მსგავსი