პრემიერლიგის ლიდერი „ლივერპული“ განიხილავს „აიაქსის“ 18 წლის მცველის იორელ ჰატოს გაფორმების შესაძლებლობას. გარიგება იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე უნდა შედგეს, – წერს ინტერნეტ-გამოცემა TEAMtalk.
წყაროს ცნობით, თავდაპირველად „ლივერპული“ ნიდერლანდელი ფეხბურთელის შეძენას 2025 წლის ზაფხულში გეგმავდა, მაგრამ გადაიფიქრა, რადგან ეჭვი ეპარება კლუბში 33 წლის მცველის ვირჯილ ვან დეიკის მომავალთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ჰატოს მიმართ ინტერესი გააძლიერეს „რეალმა“ და „ჩელსიმ“.
აღნიშნავენ, რომ „აიაქსი“ მზად არის განიხილოს თავისი მცველის მიმართ წინადადებები 30 მილიონი ევროს ფარგლებში.
ამ სეზონში ჰატომ ყველა ტურნირზე 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სამი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ამსტერდამულ კლუბთან მისი მოქმედი ხელშეკრულება 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში.