„ლივერპული“ ზაფხულში 27 წლის ფლანგის თავდამსხმელის, ადემოლა ლუკმანის ტრანსფერს განიხილავს. ამის შესახებ Sky Sport.ch-ის ჟურნალისტი საშა ტავოლიერი წერს.
წყაროს ინფორმაციით, მერსისაიდელები ნიგერიელ ფეხბურთელს 32 წლის ვინგერის, მოჰამედ სალაჰის მთავარ შემცვლელად მოიაზრებენ. „ლივერპულის“ ხელმძღვანელობა ფეხბურთელის გარემოცვას უკვე დაუკავშირდა. აღსანიშნავია ასევე, რომ ლუკმანის ტრანსფერით „არსენალი“ და საუდის არაბეთის კლუბებიც ინტერესდებიან.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში ლუკმანმა 20 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა. Transfermarkt-ის ცნობით, ლუკმანის სატრანსფერო ღირებულება 55 მილიონი ევროა.