„ლივერპული“ არმინ პეცის ტრანსფერთან ძალიან ახლოსაა, — ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა შეთანხმება ჯერ საბოლოოდ გაფორმებული არაა. უცნობია, რა ფასად განხორციელდება ტრანსფერი, თუმცა თუ გარიგება შედგება, 20 წლის მეკარე „პუშკაშ აკადემიის“ ისტორიაში ყველაზე ძვირად გაყიდული ფეხბურთელი გახდება.
პეცს „პუშკაშ აკადემიასთან“ კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს, ხოლო Transfermarkt-ის შეფასებით, მისი საბაზრო ფასი ამ ეტაპზე 800 000 ევროს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ უკვე გაიფორმა საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელიც გუნდს ზაფხულში შეუერთდება.