Liverpool Echo - კლოპს საქართველო-საბერძნეთის მატჩი პრობლემას უქმნის #1TVSPORT
Liverpool Echo - კლოპს საქართველო-საბერძნეთის მატჩი პრობლემას უქმნის #1TVSPORT

ინგლისურ გრანდს, „ლივერპულს“ საქართველოს ნაკრების მატჩი დამატებით პრობლემას უქმნის – ამის შესახებ ინტერნეტ-პორტალი Liverpool Echo იუწყება.

საქმე ისაა, რომ 9 სექტემბერს საქართველოს ნაკრები საბერძნეთის ეროვნულ გუნდს მიიღებს, სადაც „ლივერპულის“ მცველი კოსტას ციმიკასი გამოიძახეს, ინგლისში დაბრუნების შემდეგ კი საეჭვოა, „უოტფორდთან“ მატჩისთვის მზად იყოს.

ინგლისური პორტალი ხსნის, თუ რა გახდა ინგლისელთა გერმანელი დამრიგებლის და კლუბის პრობლემის მიზეზი.

„კიდევ ერთი სანაკრებო „ფანჯარა“ იურგენ კლოპისთვის მორიგი თავის ტკივილია, რადგან კოსტას ციმიკასი, სადიო მანესთან და ელისონთან ერთად, ინგლისში დაბრუნებისთანავე კარანტინში უნდა იყოს და „უოტფორდთან“ პრემიერლიგის შემდეგ მატჩში მონაწილეობის უფლებას დაკარგავს. ციმიკასი საბერძნეთის ნაკრების შემადგენლობაში გაემგზავრება საქართველოში, რომელიც დიდი ბრიტანეთმა წითელ სიაში შეიყვანა“ – წერს Liverpool Echo.

ბერძენი მცველი საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებშია მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი თამაშებისთვის საქართველოსთან (9 ოქტომბერს) და შვედეთთან (12 ოქტომბერს). საქართველო გაერთიანებული სამეფოს Covid-19-ის წითელ სიაშია. პროტოკოლის თანახმად, ასეთი ქვეყნებიდან დაბრუნებული ნებისმიერი ადამიანი ვალდებულია, კარანტინში იყოს.

ამავე მიზეზით, უპირველესად, „ლივერპულში“ ბრაზილიელთა ტრიოს, ალისონ ბეკერის, ფაბინიოს და ფირმინიოს ამბავი აფიქრებთ, რომლებიც ურუგვაისთან „უოტფორდთან“ მატჩამდე სულ რაღაც 36 საათით ადრე ითამაშებენ. ამის გამო „წითლებმა“ მოითხოვეს მატჩის დაწყების გადადება 14:30 საათიდან 21:45 საათზე, რათა ყველა მოთამაშეს აღსადგენად მეტი დრო ჰქონდეს. თუმცა, კლოპის ეს თხოვნა „უოტფორდმა“ უარყო და როგორც Liverpool Echo ამტკიცებს, მანეს და ბრაზილიური სამეულის თამაში საეჭვოა.