Live ამბები | საქართველო VS საბერძნეთი - მარცხი ბოლო წუთებზე [ვიდეო/ფოტო] #1TVSPORT
Live ამბები | საქართველო VS საბერძნეთი - მარცხი ბოლო წუთებზე [ვიდეო/ფოტო] #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საქართველოსა და საბერძნეთს შორის წუთიერი დუმილით გაიხსნა. მოთამაშეებმა პატივი მიაგეს ბათუმის ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას. ორივე გუნდის ფეხბურთელები თამაშზე შავი სამკლაურებით გამოვიდნენ.

90+5 წუთი. კაკაბაძის არაზუსტი პასი პელკასმა ჩაჭრა და 0:2.

90 წუთი. ბაკასეტასმა თერთმეტმეტრიანი გამოიყენა. 1:0 ბერძნების სასარგებლოდ.

88 წუთი. VAR-ზე გადამოწმების შემდეგ საქართველოს ნაკრების კარში პენალტი დაინიშნა. ბურთი ხელზე მოხვდა გურამ გიორბელიძეს.

84 წუთი. გაფრთხილება – ანდრუცოსი (საბერძნეთი)

83 წუთი. კვარაცხელიას მარცხენა ფლანგიდან შესვლა სტუმრებმა წესების დარღვევით შეაჩერეს. საჯარიმო დარტყმა ოქრიაშვილმა შეასრულა, თუმცა მეკარებ მოიგერია.

79 წუთი. ბერძნების საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ თავურ დარტყმას ცდილობდა ხვიჩა კვარაცხელია, თუმცა ბურთი მეკარეს ხელში მიუვიდა.

70 წუთი. გაფრთხილება – აბურჯანია (საქართველო)

68 წუთი. გაფრთხილება – კანკავა (საქართველო)

68 წუთი. გაფრთხილება – ცაველასი (საბერძნეთი)

65 წუთი. ბერძნების სახიფათო ჩაწოდება ეფექტურ ნახტომში მოიგერია გიორგი ლორიამ.

59 წუთი. ოქრიაშვილმა მიქაუტაძე შეცვალა (საქართველო)

59 წუთი. გვილიამ ჩაკვეტაძე შეცვალა (საქართველო)

46 წუთი. პელკასმა პავლიდისი შეცვალა (საბერძნეთი)

I ტაიმი

45+2 წუთი. კვარაცხელია მარცხენა ფლანგზე კარგად გასცდა მეტოქეს საჯარიმოში ჩააწოდა, თუმცა საქმე დარტყმამდე ვერ მივიდა.

39 წუთი. მასურასის საჯარიმოს გარედან დარტყმა გიორგი ლორიამ ეფექტურ ნახტომში მოიგერია.

24 წუთი. ოთარ კაკაბაძის ყუმბარისებური დარტყმა საბერძნეთის ნაკრების მეკარემ ნახტომში მოიგერია.

12 წუთი. ბერძნების ერთ-ერთი შეტევის შემდეგ ბურთი საქართველოს ნაკრების კარში აღმოჩნდა, თუმცა VAR-ის გამეორებისას გამოჩნდა, რომ ბურთმა მანამდე მოედნის პირითი ხაზი გადაკვეთა.

6 წუთი. გაფრთხილება – სიოპისი (საბერძნეთი).

6 წუთი. ხვიჩა კვარაცხელიამ ერთი შეხებით დაარტყა, ბურთი ძელს მოხვდა, თუმცა მანამდე მსაჯმა ოფსაიდი დააფიქსირა.

ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ახალგაზრდული სასტარტო შემადგენლობა დაასახელა. პირველად ითამაშებენ ერთმანეთის გვერდით ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი მიქაუტაძე.

საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან მატჩის წინ.