ლიპარტელიანმა, სანებლიძემ და ზაალიშვილმა ბუდაპეშტის გრანდ სლემზე პირველი გამარჯვებები მოიპოვეს [ვიდეო] #1TVSPORT
ლიპარტელიანმა, სანებლიძემ და ზაალიშვილმა ბუდაპეშტის გრანდ სლემზე პირველი გამარჯვებები მოიპოვეს [ვიდეო] #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეა. მედლების მოსაპოვებლად ტურნირზე შვიდი ქართველი ძიუდოისტი ხუთ წონით კატეგორიაში გამოდის, რომელთაგან სამმა პირველი გამარჯვებები უკვე მოიპოვეს.

100 კგ-ში ვარლამ ლიპარტელიანმა სერბი ბოიან დოსენი შებოჭვით დაამარცხა.

 

ონისე სანებლიძემ პოლონელ ოლეკსი ლისენკოს მტკივნეული ილეთით მოუგო.

 

მძიმეწონოსანმა გელა ზაალიშვილმა კი გერმანელ ერიკ აბრამოვს შებოჭვით სძლია.

 

შეჯიბრს პირველივე დაპირისპირებაში გამოეთიშა მარიამ ჭანტურია (78 კგ.). ტურნირზე რამდენიმე წუთში 90 კგ-ში ბექა ღვინიაშვილი სერბ მიჰაილო ჩირიჩს შეხვდება. ამ წონაში გამომსვლელი მეორე ქართველი ნიკა ხარაზიშვილი დომინიკის რესპუბლიკის წარმომადგენელ რობერტ ფლორენტინოსთან იჭიდავებს. მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.) ისრაელის წარმომადგენელ რაზ ჰერშკოს დაუპირისპირდება.

წინასწარი შეხვედრები 13:00-ზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათიდან გაიმართება. შეგახსენებთ, ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ ბუდაპეშტის გრანდ სლემზე ქართველმა ძიუდოისტებმა სამი მედლის მოპოვება შეძლეს. 60კგ-ში ლუხუმ ჩხვიმიანი და 73-ში ლაშა შავდათუაშვილი ვერცხლისმედალოსნები გახდნენ, ხოლო ახალგაზრდა თემურ ნოზაძე (60კგ) კი მესამე ადგილზე გავიდა.