ლიპარტელიანმა და სულამანიძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს [ვიდეო] #1TVSPORT
ლიპარტელიანმა და სულამანიძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს [ვიდეო] #1TVSPORT

ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მეექვსე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების სახელით ორი სპორტსმენი – ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე 100კგ წონით კატეგორიაში გამოვიდნენ. ტურნირზე ორივე მათგანი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

მსოფლიო ჩემპიონატის დებიუტანტმა 19 წლის ილია სულამანიძემ მესამე ადგილისთვის კანადელ ელჰანასს დამატებით დროში ვაზარით სძლია, ლიპატრელიანი კი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატებზე ხუთი მედალი (3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს) ჰქონდა მოპოვებული, ​ნიდერლანდელ კორელს ბრინჯაოს მედლისთვის შეხვდა და სუფთა გამარჯვებით დაამარცხა.

ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებიდან ექვსი დღის შემდეგ, საქართველოს ანგარიშზე ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალია. ჩვენი გუნდი კი მამაკაცთა გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილს იკავებს.