ლიპარტელიანმა ჩინეთის მასტერსზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა | ძიუდო
ლიპარტელიანმა ჩინეთის მასტერსზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა | ძიუდო

ჩინეთში მიმდინარე მასტერსის ტურნირის დასკვნით დღეს ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მან რუსი არმან ადამიანი სუფთა გამარჯვებით დაამარცხა.

დღესვე, ცოტა ხნით ადრე, ტურნირზე 19 წლის ლაშა ბექაურმა ოქროს მედალი მოიპოვა. მან ფინალში შარშანდელ მსოფლიოს ჩემპიონს, ესპანეთის სახელით მოასპარეზე ჩვენს თანამემამულე ნიკოლოზ შერაზადაშვილს მოუგო.

დასრულებულ ჩინეთის მასტერსზე საქართველოს ყულაბაში ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია.