ლიპარტელიანმა აბუ დაბის გრანდ სლემი გამარჯვებით გახსნა [ვიდეო] #1TVSPORT

გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში დღეს სტარტი აიღო გრანდ სლემმა ძიუდოში.

შეჯიბრზე პირველი დაპირისპირება გამართა ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ), რომელიც აბუ დაბის გრანდ სლემზე წონის ლიდერია. ქართველმა იტალიელი გულია საგიანო იპონით დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

გრნდ სლემზე პირველი შეხვედრები მოიგეს და მერვედფინალში იჭიდავებენ – გიორგი სარდალაშვილმა, თემურ ნოზაძემ (ორივე 60კგ) და ბაგრატ ნინიაშვილმა (66კგ).

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.