ლიპარტელიანის კარგი სტარტი, თუშიშვილი ნახევარფინალშია, მაისურაძემ მეორე შეხვედრა მოიგო #1TVSPORT
ლიპარტელიანის კარგი სტარტი, თუშიშვილი ნახევარფინალშია, მაისურაძემ მეორე შეხვედრა მოიგო #1TVSPORT

სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში სამი ქართველი სპორტსმენი აგრძელებს მედლებისთვის ბრძოლას. ტურნირზე პირველი შეხვედრა ჩაატარა ვარლამ ლიპარტელიანმა (100კგ). ნაკრების კაპიტანმა გერმანელი კარლ ფრეი მარტივად დაამარცხა და მეოთხედფინალში შვეიცარიელ დანიელ ეიჩს დაუპირისპირდება.

კონტინენტის პირველობაზე მეორე ორთაბრძოლები მოიგეს ლუკა მაისურაძემ (90კგ) და გურამ თუშიშვილმა (+100). ლუკამ სლოვაკ პეტერ ზილკას დამატებით დროში ლამაზი გდებით სძლია და მეოთხედფინალში რუმინელ ალექს გრეტს შეხვდება. თუშიშვილმა კი ნიდერლანდელი როი მეიერი დაამარცხა და ფინალში გასასვლელად ასევე ნიდერლანდელ სპიჟკერსს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობის დაწყებიდან ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალია. ევროპის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81კგ) გახდა, მესამე ადგილი კი ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) მოიპოვა.

ფინალური ბლოკის ტელერეპორტაჟებს ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. დღეს პირდაპირი ტრანსლაცია თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.