ლიპარტელიანი ნახევარფინალშია,ზაალიშვილი მეოთხედფინალში – პარიზის დიდი სლემი | ძიუდო

16:48, 09.02.2020

პარიზში მიმდინარე დიდი სლემის ტურნირზე ძიუდოში ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ.) ნახევარფინალშია, სადაც იგი რუს არმან ადამიანს დაუპირისპირდება.

მედლისთვის ბრძოლას მძიმეწონოსანი ძიუდოისტი, გელა ზაალიშვილიც განაგრძობს. მან 1/8 ფინალში უზბეკი სპორტსმენი დაამარცხა და ნახევარფინალში გასასვლელად გამოცდილ ჰოლანდიელ ძიუდოისტს როი მაიერს შეხვდება.

ასპარეზობას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ: გიორგი კაციაშვილი, ვლადიმერ ახალკაცი (81კგ.), გიორგი პაპუნაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი (90კგ.), ონისე სანებლიძე (100კგ.), ლევან მატიაშვილი (+100კგ.), მარიამ ჭანტურია (70კგ.), სოფიო სომხიშვილი (+78.).

მსგავსი