ლიპარტელიანი და სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ #1TVSPORT
ლიპარტელიანი და სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ #1TVSPORT

ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მეექვსე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების სახელით ორი სპორტსმენი – ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე 100კგ წონით კატეგორიაში აპარეზობენ. ტურნირზე ორივე მათგანი ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებს.

მსოფლიო ჩემპიონატის დებიუტანტი ილია სულამანიძე მესამე ადგილისთვის კანადელ ელჰანასს დაუპირისპირდება, ლიპატრელიანი კი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატებზე ხუთი მედალი აქვს (3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს) მოპოვებული,​ნიდერლანდელ კორელს შეხვდება, ამჯერადაც ბრინჯაოს მედლისთვის.

ფინალური ბლოკი 19:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებიდან ხუთი დღის შემდეგ, საქართველოს ანგარიშზე ერთი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალია. ჩვენი გუნდი კი მამაკაცთა გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილს იკავებს.