ლიპარტელიანი და ღვინიაშვილი ნახევარფინალში იჭიდავებენ, ბექაური მეოთხედფინალშია (ვიდეო)
ლიპარტელიანი და ღვინიაშვილი ნახევარფინალში იჭიდავებენ, ბექაური მეოთხედფინალშია (ვიდეო)

ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მასტერსის ტურნირის დასკვნით დღეს ტატამზე ექვსი ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა, საიდანაც სამი მათგანი მედლებისთვის ბრძოლას აგრძელებს.

100 კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანმა მეოთხედფინალში უზბეკი ძიუდოისტი დაამარცხა და ნახევარფინალში ისრაელის წარმომადგენელს პეტერ პალჩიკს შეხვდება.

 

ასევე ნახევარფინალში იჭადავებს 90კგ-სი ბექა ღვინიაშვილიც. მისი მეტოქე უზბეკი ან თურქი სპორტსმენი იქნება.

 

ტურნირზე წარმეტებით ასპარეზობას განაგრძობს ლაშა ბექაურიც, ის მეოთხედფინალშია გასული.

 

სამწუხაროდ დოჰას ტურნირს ადრეულ ეტაზე დაემშვიდობა სამივე მძიმეწონოსანი ქართველი ძიუდოისტი.

 

შეგახსენებთ, რომ ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ანგარიშზე ერთი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალია.

წინასწარი შეხვედრები 11:00 საათზე დაიწყო, ხოლო ფინალური ბლოკი 18.00 საათზე გაიმართება.