ლიპარტელიანი ბუდაპეშტის გრანდ სლემის ფინალშია - ღვინიაშვილი და ზაალიშვილი მესამე ადგილისთვის იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეა. ტურნირზე შვიდი ქართველი ძიუდოისტი ხუთ წონით კატეგორიაში გამოვიდა, რომელთაგან სამს ფინალურ ბლოკში ვიხილავთ.

100კგ-ში ვარლამ ლიპარტელიანი შეჯიბრის ფინალში იჭიდავებს, სადაც მისი მეტოქე იაპონელი კენტარო იიდა იქნება.

ტურნირზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ ბექა ღვინიაშვილი (90კგ) და მძიმეწონოსანი გელა ზაალიშვილი.

ბუდაპეშტის გრანდ სლემს პირველივე დაპირისპირებაში გამოეთიშნენ მარიამ ჭანტურია (78 კგ.) და მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.). ახალგაზრდა ნიკა ხარაზიშვილი კი მერვედფინალში დამარცხდა. ტურნირი ასევე უმედლოდ დაასრულა ონისე სანებლიძემაც, მან რეპეშაჟში უნგრელ მეტოქესთან წააგო.

ფინალური ბლოკი 19:00 საათიდან გაიმართება. შეგახსენებთ, ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ ბუდაპეშტის გრანდ სლემზე ქართველმა ძიუდოისტებმა სამი მედლის მოპოვება შეძლეს. 60კგ-ში ლუხუმ ჩხვიმიანი და 73-ში ლაშა შავდათუაშვილი ვერცხლისმედალოსნები გახდნენ, ხოლო ახალგაზრდა თემურ ნოზაძე (60კგ) კი მესამე ადგილზე გავიდა.