ლიოვს „ბაიერნში“ 2019 წელს ელიან
ლიოვს „ბაიერნში“ 2019 წელს ელიან

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოახიმ ლიოვმა შესაძლოა, 2019 წელს ჩაიბაროს მიუნხენის „ბაიერნი“, – ამტკიცებს გაზეთი Bild-ი.

გერმანიის ჩემპიონს სურს, მიიწვიოს 57 წლის სპეციალისტი მას შემდეგ, რაც ის ეროვნულ გუნდს დატოვებს.

ვარაუდობენ, რომ ლიოვი ნაკრებიდან მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შემდეგ წავა და ერთწლიან პაუზას აიღებს. „ბაიერნის“ ხელმძღვანელობის სურვილია – დაიყოლიოს ამჟამინდელი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი 2019 წლის ზაფხულამდე დარჩეს გუნდში და შემდეგ მიიწვიოს ლიოვი.

იოახიმ ლიოვი 2006 წლიდან უდგას სათავეში გერმანიის ნაკრებს და ამ გუნდთან ერთად მოგებული აქვს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი.