ლიორენტე „რეალიდან“ „ატლეტიკოში“ გადავიდა
ლიორენტე „რეალიდან“ „ატლეტიკოში“ გადავიდა

მადრიდის „ატლეტიკომ“ საკუთარ ოფიციალურ გვერდზე გამოაცხადა ნახევარმცველ მარკოს ლიორენტეს ტრანსფერი. ესპანური პრესის ცნობით, დიეგო სიმეონეს გუნდმა 24 წლის ფეხბურთელისთვის „რეალს“ 40 მილიონი ევრო გადაუხადა.

ლიორენტე უახლოეს ხანში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც ახალ კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ლიორენტემ, რომელსაც არა მხოლოდ ნახევარდაცვაში, არამედ დაცვაშიც შეუძლია თამაში, 2018-19 წლების სეზონში მხოლოდ 15 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და არც ერთი შედეგიანი ქმედება არ შეუსრულებია.