„ლიონთან“ მომხდარი დაპირისპირების გამო უეფა-მ მატეო გენდუზი დასაჯა #1TVSPORT

10:10, 05.09.2026

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ „ფენერბაჰჩეს“ ფრანგ ნახევარმცველს, მატეო გენდუზის ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა და ფულადი ჯარიმა დააკისრა.

„ლიონთან“ თამაშის დასრულების შემდეგ ატეხილი ჩხუბის გამო გენდუზი თავის გუნდს ძირითად ეტაპზე გასამართ მომდევნო ორ შეხვედრაში – „რომასა“ და „ასტონ ვილას“ წინააღმდეგ ვეღარ დაეხმარება. ორმატჩიანი დისკვალიფიკაციის გარდა, ფეხბურთელს 50 000 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს და დამატებით ერთწლიანი პირობითი სასჯელიც ექნება.

უეფა-ს სანქციები შეეხო „ფენერბაჰჩეს“ კიდევ ერთ მოთამაშეს, ინგლისელ მეისონ გრინვუდსაც. ის 30 000 ევროთი დაჯარიმდა და, გენდუზის მსგავსად, მასაც ერთწლიანი პირობითი დისკვალიფიკაცია დაეკისრა.

მსგავსი