„ლიონში“ რუდი გარსია დაინიშნა
„ლიონში“ რუდი გარსია დაინიშნა

„მარსელისა“ და „რომას“ ყოფილი დამრიგებელი რუდი გარსია „ლიონის“ ახალი მთავარი მწვრთნელი გახდა – ამის შესახებ ფრანგული კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დაწერა.

ფრანგ სპეციალისტთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობები და ხანგრძლივობა უცნობია, თუმცა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ გარსიამ 2021 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი.

„ჩვენ ავირჩიეთ რუდი გარსია, რადგან ის მებრძოლია და ჩვენსავით ისწრაფვის ტიტულებისკენ და ევროპულ არენაზე წარმატების მიღწევისკენ“, – კომენტარი გაუკეთა გარსიას დანიშვნას „ლიონის“ სპორტულმა დირექტორმა ჟუნინიომ.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის დასაწყისში „ლიონმა“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა სილვინიო. მიზეზი გახდა გუნდის არადამაკმაყოფილებელი შედეგები. საფრანგეთის ჩემპიონატის ცხრა ტურის შემდეგ, „ლიონი“ სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.