ლიონში მძარცველებმა საინკასაციო მანქანიდან ცხრა მილიონი ევრო გაიტაცეს
ლიონში მძარცველებმა საინკასაციო მანქანიდან ცხრა მილიონი ევრო გაიტაცეს

ლიონში მძარცველებმა საინკასაციო მანქანიდან ცხრა მილიონი ევრო გაიტაცეს. ძარცვა ლიონის მეშვიდე ოლქში, „საფრანგეთის ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალის სიახლოვეს მოხდა.

როგორც „ევრონიუსი“ იუწყება, მძარცველები ბანკიდან გამოსულ ავტომობილს დაესხნენ თავს. დამნაშავეები ორი მანქანით იყვნენ.

ბოროტმოქმედებმა ინკასატორებს ფული გასტაცეს და მანქანას ცეცხლი წაუკიდეს. მოგვიანებით, პოლიციამ მძარცვლების მანქანები ქალაქის სამხრეთ ნაწილი დამწვარი აღმოაჩინა.

როგორც „ფრანს პრესი“ წერს, მძარცველების მიერ გატაცებული თანხა რეკორდულია, რადგან 2009 წლის შემდეგ მსგავსი ძარცვის დროს ასეთი სოლიდური თანხა არასდროს გაუტაციათ.

2009 წელს ასევე ლიონში მძარცველებმა 11,6 მილიონი ევრო გასტაცეს ინკასტორებს, თუმცა ცხრა მილიონი პოლიციამ ავტოფარეხში აღმოაჩინა.