ლიონში აქციის მონაწილეებმა ტურისტული საინფორმაციო ცენტრი დაწვეს [ვიდეო]
საფრანგეთის ქალაქ ლიონში გამართულ საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებმა ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს ცეცხლი წაუკიდეს.
ფრანგული მედიის ცნობით, ნიღბიანი პირები შენობას თავს დაესხნენ, ფანჯრები ჩაამსხვრიეს, ცეცხლი გააჩინეს და შენობა გაძარცვეს.
ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.