ლიონში აფეთქებას მსხვერპლი მოყვა

03:21, 10.02.2019

საფრანგეთის ქალაქ ლიონში აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ქალი და ბავშვი დაიღუპნენ. დაშავდა ოთხი ადამიანი. აფეთქების გამო, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა.

მედიის ცნობით, აფეთქება მოხდა კორპუსის პირველ სართულზე მდებარე პურ-ფუნთუშეულის მაღაზიაში, საიდანაც ცეცხლი გავრცელდა.

ადგილზე მაშველები მუშაობენ. მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი