„ლიონმა“ სეზონი მოგებით გახსნა - გიორგი მიქაუტაძეს არ უთამაშია #1TVSPORT
„ლიონმა“, სადაც გიორგი მიქაუტაძე თამაშობს, მოსამზადებელ ეტაპზე ამხანაგური შეხვედრა საფრანგეთის დაბალი ლიგის წარმომადგენელ „ვილფრანსთან“ გამართა და 1:0 მოიგო.
ერთადერთი გოლი „ლიონის“ კაპიტანმა, კორენთინ ტოლისომ გაიტანა – სტუმართა კარში 65-ე წუთზე პენალტი დაინიშნა, რომელიც გამოცდილმა ნახევარმცველმა უნაკლოდ შეასრულა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს, გიორგი მიქაუტაძეს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.
„ლიონის“ თამაშების განრიგი:
26 ივლისი, 17:00 | „ჰამბურგი“ – „ლიონი“
30ივლისი, 19:30 | „მალიორკა“ – „ლიონი“
02 აგვისტო, 17:30 | „ბაიერნი – „ლიონი“