„ლიონმა“ ქალთა ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მესამედ მოიგო
„ლიონმა“ ქალთა ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მესამედ მოიგო

კიევში ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართა, რომელშიც საფრანგეთის “ლიონი” და გერმანიის “ვოლფსბურგი” ხვდებოდნენ ერთმანეთს.

ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, სამაგიეროდ, დამატებით დროში გუნდებმა ხუთი გოლი გაიტანეს. “ვოლფსბურგი” 93-ე წუთზე დაწინაურდა, მაგრამ სამ წუთში ფეხბურთელი გაუძევეს და 10 მოთამაშით დარჩა მოედანზე. დარჩენილ დროში ფრანგებმა შეძლეს თამაშში გარდატეხის შეტანა, ოთხი გოლი გაიტანეს და 4:1 მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ “ლიონმა” ზედიზედ მესამედ და სულ მეხუთედ მოიგო ქალთა ჩემპიონთა ლიგა.

ვოლფსბურგი-ლიონი 0:0, დ.დ. 4:1

გოლები: 1:0 ჰარდერი (93), 1:1 ანრი (98), 2:1 დე სომერი (99), 3:1 ჰეგერბერგი (103), 4:1 აბილი (116).

დატოვე კომენტარი