„ლიონმა“ პატრიკ კლუივერტის შვილი, რუბენ კლუივერტი დაიმატა #1TVSPORT
„ლიონმა“ ნიდერლანდელი მცველი რუბენ კლუივერტი დაიმატა, ის ლეგენდარული ფეხბურთელის, პატრიკ კლუივერტის შვილია.
24 წლის ცენტრალური მცველი ფრანგულ კლუბს პორტუგალიური „კაზა პიადან“ ოთხ მილიონ ევროდ შეუერთდა. მხარეებმა ხელშეკრულება 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმეს, კლუივერტმა კი „ლიონში“ 21-ნომრიანი მაისური აირჩია.
რუბენი „აიაქსის“ აკადემიის აღზრდილია და კარიერის განმავლობაში „უტრეხტსა“ და „დორდრეხტშიც“ უთამაშია. ის „ლიონის“ რიგებში მეოთხე ნიდერლანდელი ფეხბურთელი იქნება მიშელ ვალკეს, კენი ტეტესა და მემფის დეპაის შემდეგ.