„ლიონმა“ ნიკოლას ტალიაფიკოსთან თანამშრომლობა გააგრძელა – ფრანგულმა კლუბმა არგენტინელ მცველთან ახალი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT

21:10, 01.08.2025

ფრანგულ კლუბ „ლიონსა“ და არგენტინელ მცველს, ნიკოლას ტალიაფიკოს შორის ახალი კონტრაქტი გაფორმდა.

შეთანხმების მიხედვით, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონი „ლიონის“ რიგებში 2027 წლის ზაფხულამდე დარჩება.

ტალიაფიკო „ლიონის“ შემადგენლობაში 2022 წლიდან თამაშობს. ამ პერიოდში მან 102 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო მის ანგარიშზე ცხრა გატანილი გოლია.

ტალიაფიკოს კარიერა არგენტინულ „ბანფილდში“ დაიწყო, შემდეგ კი „მურსიაში“, „ინდეპენდიენტესა“ და ამსტერდამის „აიაქსში“ თამაშობდა, საიდანაც საფრანგეთში გადავიდა.

მსგავსი