„ლიონმა“ ფეხბურთელებს ხელფასების გადახდა შეუჩერა
„ლიონმა“ ფეხბურთელებს ხელფასების გადახდა შეუჩერა

ფრანგული კლუბი „ლიონი“ გამოვიდა ოფიციალური განცხადებით, რომ დროებით წყვეტს ფეხბურთელებისთვის ხელფასის გადახდას კორონავირუსის პანდემიის ფონზე შეჩერებული სეზონის გამო.

„იმის გამო, რომ ეროვნულ დონეზე ყველა ვარჯიში და ტურნირი შეჩერებულია, ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ, რომ დროებით ვაჩერებთ ხელფასების გაცემას“, – წერია „ლიონის“ განცხადებაში.

„ლიონი“ ფრანგული ლიგა 1-ის პირველი გუნდია, რომელმაც ხარჯის შემცირების გამო, ამგვარი ნაბიჯი გადადგა.