„ლიონმა“ ენდრიკის იჯარაზე მოლაპარაკებები დაიწყო #1TVSPORT
„ლიონმა“ ენდრიკის იჯარაზე მოლაპარაკებები დაიწყო #1TVSPORT

„ლიონი“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას „რეალის“ ფორვარდის ენდრიკის გადაბირებით დაინტერესდა.

როგორც იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ამტკიცებს, ფრანგულმა კლუბმა უკვე დაიწყო მუშაობა 19 წლის ბრაზილიელის იჯარაზე.

ენდრიკი ღიაა მოლაპარაკებებისთვის. ფორვარდს ამ სეზონში არც ერთ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა. გასულ სეზონში მან ყველა ტურნირზე 37 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ენდრიკის კონტრაქტი „რეალთან“ 2030 წლის ზაფხულამდეა ძალაში.