ლიონმა არსენ ვენგერს მთავარი მწვრთნელის პოსტი შესთავაზა
ლიონმა არსენ ვენგერს მთავარი მწვრთნელის პოსტი შესთავაზა

ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა დამრიგებელმა, არსენ ვენგერმა მიიღო წინადადება, სათავეში ჩაუდგეს საფრანგეთის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, ლიონის„ოლიმპიკს“.

უკვე ცნობილია, რომ ამ სეზონის შემდეგ „ლიონს“ დატოვებს მისი ამჟამინდელი დამრიგებელი ბრუნო ჟენეზიო, ამიტომაც კლუბის ხელმძღვანელობა უკვე დაუკავშირდა ვენგერს მომავალ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ გაზეთი „ეკიპი“ (L’Equipe) წერს.

ამჟამად „ლიონი“ მესამე ადგილზეა საფრანგეთის ჩემპიონატში. გუნდმა წელს ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალურ ეტაპამდე მიაღწია.