„ლიონის“ პრეზიდენტმა ხელფასი 30 პროცენტით შეიმცირა
„ლიონის“ პრეზიდენტმა ხელფასი 30 პროცენტით შეიმცირა

„ლიონის“ პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლასმა ხელფასი 30 პროცენტით შეიმცირა. ამის შესახებ ფრანგული კლუბის ოფიციალური გვერდი იუწყება.

ამ ნაბიჯით ოლასმა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში გუნდის თანამშრომლებს მხადაჭერა გამოუცხადა. მის მაგალითს ასევე მიბაძეს „ლიონის“ აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა, რომლებმაც ხელფასები 15 პროცენტით შეიმცირეს.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო თითქმის ყველა ევროპული ჩემპიონატი განუსაზღვრელი ვადით შეჩერდა და კლუბებმა სერიოზული ფინანსური ზარალი იწვნიეს.