„ლიონის“ პრეზიდენტი - პარადოქსია, რომ ესპანეთმა გამოსავალი მოძებნა, საფრანგეთმა კი სეზონი შეწყვიტა
„ლიონის“ პრეზიდენტი - პარადოქსია, რომ ესპანეთმა გამოსავალი მოძებნა, საფრანგეთმა კი სეზონი შეწყვიტა

„ლიონის“ პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოლა ფრანგული ფეხბურთის მესვეურებს აკრიტიკებს.

ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფრანგული კლუბის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ქვეყნის ჩემპიონატი ვადაზე ადრე არ უნდა დაესრულებინათ.

„უეფა-ს სხდომის მიმდინარეობისას გვითხრეს, რომ უნდა მოგვეთმინა. სხდომაზე ჩვენი ფეხბურთის ლიდერები ისხდნენ და დასკვნების გამოტანას ცდილობდნენ. ბოდიშს ვიხდი გამოთქმისთვის, მაგრამ ისინი საკმაოდ სულელები არიან იმისთვის, რომ გონივრული გადაწყვეტილება მიიღონ.

პარადოქსია, რომ ესპანეთმა, რომელიც პანდემიით უფრო მეტად დაზარალდა, მოახერხა და მოძებნა გამოსავალი, საფრანგეთმა კი სეზონი შეწყვიტა“, – აცხადებს ჟან-მიშელ ოლა.