„ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა 9-თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძის „ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა, პაულო ფონსეკამ 9-თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო მსაჯზე ფიზიკური ზემოქმედების გამო, – წერს ფრანგული გაზეთი L’Equipe-ი.
ინციდენტი ლიგა 1-ის 24-ე ტურში „ბრესტის“ წინააღმდეგ მატჩში მოხდა. 39-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა, ბენუა მიიომ პენალტი არ დანიშნა, რის გამოც პორტუგალიელმა სპეციალისტმა მას ემოციურად მიმართა. არბიტრმა ფონსეკას წითელი ბარათი უჩვენა, რის შემდეგაც მწვრთნელმა მიიოს თავის არეში თავი მიარტყა.
დისკვალიფიკაცია 30 ნოემბრამდე იქნება ძალაში. გარდა ამისა, ფონსეკას 15 სექტემბრამდე აეკრძალება გუნდის გასახდელში შესვლა.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი 2025 წლის 31 იანვრიდან ჩაუდგა სათავეში „ლიონს“.