„ლიონიდან“ სილვინიო დაითხოვეს
„ლიონიდან“ სილვინიო დაითხოვეს

„ლიონი“ გახდა საფრანგეთში ახალი სეზონის პირველი გუნდი, რომელმაც მწვრთნელის შეცვლა გადაწყვიტა. კლუბის ხელმძღვანელობამ არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო  მთავარი მწვრთნელი სილვინიო დაითხოვა, – წერს „ლიონის“ ოფიციალური ვებგვერდი.

45 წლის ბრაზილიელი სპეციალისტი გუნდს 2019 წლის მაისიდან ავარჯიშებდა. ამ სეზონში „ლიონმა“ საფრანგეთის ჩემპიონატი ორი დამაჯერებელი მოგებით დაიწყო – „მონაკოსთან“ (3:0) და „ანჟესთან“ (6:0), მაგრამ ამის შემდეგ, ზედიზედ შვიდ მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და ცხრა ქულით მე-14 ადგილზეა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ლიონს“ ორი ტურის შემდეგ ოთხი ქულა აქვს – შინ ფრედ 1:1 ითამაშა „ზენიტთან“ და სტუმრად ანგარიშით 2:0 მოუგო „ლაიპციგს“.

ფრანგულმა პრესამ უკვე დაასახელა ორი კანდიდატურა, ვინც შეიძლება სილვინიო შეცვალოს – არსენ ვენგერი და ლორან ბლანი.