„ლიონი“ უსემ აუარს 50 მილიონად შეელევა, ფეხბურთელის შეძენის სურვილს „იუვენტუსი“ და „მანჩესტერ სიტი“ გამოთქვამენ
„ლიონი“ უსემ აუარს 50 მილიონად შეელევა, ფეხბურთელის შეძენის სურვილს „იუვენტუსი“ და „მანჩესტერ სიტი“ გამოთქვამენ

„ლიონი“ მზად არის, ნახევარმცველი უსემ აუარი 50 მილიონ ევროდ გაყიდოს, უწყება ფრანგული გამოცემა „ეკიპი“. როგორც ირკვევა, გუნდი მოთამაშეს იმის  გამო შეელევა, რომ მიმდინარე სეზონის შედეგებით ევროთასებზე ვერ მოხვდა. აუარის შეძენის სურვილს „იუვენტუსი“ და „მანჩესტერ სიტი“ გამოთქვამენ.

20 წლის აუარი „ლიონის“ აღზრდილია. მიმდინარე სეზონში მან 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მათგან 30 სასტარტო შემადგენლობაში დაწყო. შედეგად, მის ანგარიშზე შვიდი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემაა. მისი კონტრაქტი „ლიონთან“ 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

ცოტა ხნის წინ, ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აუარის შეძენით „ლივერპული“ და „პარი სენ-ჟერმენი“ არიან დაინტერესებულნი.