„ლიონი“ უეფა-ს შეუთანხმდა - თუ კლუბი სააპელაციო საქმეს მოიგებს, ევროპა ლიგაზე ითამაშებს #1TVSPORT
„ლიონი“ უეფა-ს შეუთანხმდა - თუ კლუბი სააპელაციო საქმეს მოიგებს, ევროპა ლიგაზე ითამაშებს #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ უეფა-სთან შეთანხმებას მიაღწია -​ თუ კლუბი საფრანგეთში სააპელაციო საქმეს მოიგებს, მომავალ სეზონში ევროპა ლიგაში ითამაშებს – ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Foot Mercato ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ფრანგული კლუბების ფინანსური კონტროლის ორგანომ (DNCG) „ლიონი“ ლიგა 2-ში დააქვეითა, მაგრამ კლუბმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და ახლა აპელაციის შედეგებს ელოდება.

პარალელურად, „ლიონმაუეფა-სთან შეთანხმებას მიაღწია, რომ თუ სააპელაციო საქმეს მოიგებს, მომდევნო სეზონში ევროპა ლიგაზე თამაშს შეძლებს, რომლის საგზურიც საფრანგეთის ლიგა 1-ში მეექვსე ადგილზე გასვლის შემდეგ მოიპოვა.

ფინანსური პრობლემების მიუხედავად, საფრანგეთის ფეხბურთის ასოციაციამ „ლიონს“ უეფა-ს საკლუბო ლიცენზია მიანიჭა და ახლა ლიონელების ევროპა ლიგაში მონაწილეობა სააპელაციო ორგანოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, რომლის მიხედვითაც, ან კვლავ ლიგა 1-ში დარჩება და ევროპა ლიგაზეც ითამაშებს, ან ლიგა 2-ში დაქვეითდება და, შესაბამისად, ევროპა ლიგასაც დაემშვიდობება.