„ლიონი“ „რეალს“ 16 წლის ფეხბურთელს 35 მილიონ ევროდ მიჰყიდის
„ლიონი“ „რეალს“ 16 წლის ფეხბურთელს 35 მილიონ ევროდ მიჰყიდის

„ლიონი“ 16 წლის ამომავალ ვარსკვლავს, რაიან ჩერკის „სამეფო კლუბს“ 35 მილიონ ევროდ დაუთმობს, – იუწყება Don Balon.

წყაროს ინფორმაციით, მადრიდელები 16 წლის ფრანგი ფეხბურთელის მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ და ეცდებიან, რომ ჩერკის „რეალის“ ფორმა მოარგონ.

ახალგაზრდა ფეხბურთელის დებიუტი „ლიონში“ 2019/20 წლების სეზონს დაემთხვა.

რაიან ჩერკიმ „ლიონის“ შემადგენლობაში 12 მატჩი ჩაატრა, გაიტანა სამი გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.