„ლიონი“ პაულუ ფონსეკას შემცვლელად კარლოს ვიკენსის დანიშვნას გეგმავს #1TVSPORT

15:54, 03.11.2026

ფრანგული „ლიონი“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ესპანელი სპეციალისტის, კარლოს ვიკენსის დანიშვნას გეგმავს, რომელმაც პაულუ ფონსეკა უნდა შეცვალოს.

ფრანგული გამოცემის, L’Équipe-ის ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობა 43 წლის მწვრთნელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. გავრცელებული ცნობით, მხარეებმა, შესაძლოა, ორწლიანი კონტრაქტი გააფორმონ.

ვიკენსი წლების განმავლობაში „მანჩესტერ სიტიში“ პეპ გვარდიოლას სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო. ბოლოს ის პორტუგალიურ „ბრაგას“ ხელმძღვანელობდა, რომელიც 2026 წლის ოქტომბერში დატოვა.

რაც შეეხება პაულუ ფონსეკას, პორტუგალიელი სპეციალისტი კარიერის სამშობლოში გაგრძელებასა და ლისაბონის „სპორტინგის“ ჩაბარებასთან ახლოსაა.

მსგავსი