„ლიონი“-„იუვენტუსი" 1:0 - ფაქტები და სტატისტიკა
„ლიონი“-„იუვენტუსი" 1:0 - ფაქტები და სტატისტიკა
* „იუვენტუსმა” 90 წუთის განმავლობაში ვერც ერთი ზუსტი დარტყმა ვერ შეასრულა.
* ჩემპიონთა ლიგაზე კრიშტიანო რონალდოს ბოლო 25-მა პირდაპირმა საჯარიმო დარტყმამ მიზანს ვერ მიაღწია.
* „იუვენტუსი“ ყველა ტურნირზე ბოლო შვიდი გასვლითი მატჩია მინიმუმ ერთ გოლს უშვებს საკუთარ კარში. ეს ყველაზე გრძელი სერიია გუნდისთვის ბოლო 10 წელიწადში.
* „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგაზე 11-დან ხუთი ორრაუნდიანი დაპირისპირება მოიგო, როცა პირველი მატჩი წაგებული ჰქონდა.
* „იუვენტუსმა” ბოლო ერთ თვეში მესამე მატჩი წააგო. მანამდე გუნდი დამარცხდა სერია A-ში „ვერონასთან“ და იტალიის თასზე „ნაპოლისთან”.
* „ლიონის” საკუთარ მოედანზე 2019 წლის 18 დეკემბრის შემდეგ არ დამარცხებულა.
ლიონი-იუვენტუსი 1:0
გოლი: 1:0 ტუსარი (31)
ლიონი: ლოპესი – დენაიერი, მარსელო, მარკალი – დიუბუა (78. ტეტე), ბრუნო, ტუსარი, აუა, კორნე (81. კორნე) – ეკამბი (66. ტერიერი), მ. დემბელე.
იუვენტუსი: შჩესნი – დანილო, ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო – ბენტანკური, პიანიჩი (61. რემზი), რაბიო (78. ბერნარდესკი) – კუადრადო (70. იგუაინი), რონალდო, დიბალა.