ლიონელ სკალონიმ ოთხი წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი არგენტინის ნაკრებთან #1TVSPORT
ლიონელ სკალონიმ ოთხი წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი არგენტინის ნაკრებთან #1TVSPORT

ლიონელ სკალონი არგენტინის ნაკრების გაწვრთნას გააგრძელებს. 44 წლის სპეციალისტმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლომდე გააგრძელა კონტრაქტი ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციასთან. ამის შესახებ ამ ორგანიზაციის პრეზიდენტმა – ჩიკი ტაპიამ გამოაცხადა.

სკალონის წინა კონტრაქტი 2022 წლის 31 დეკემბრამდე იყო გაფორმებული. ის ეროვნულ გუნდს 2018 წლის აგვისტოდან ავარჯიშებს და მასთან ერთად „კოპა ამერიკას“ გამარჯვებული გახდა.

ოთხშაბათს, არგენტინის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში 3:0 დაამარცხა იამაიკა, რითაც თავისი წაუგებელი სერია 35 მატჩამდე გააგრძელა.