ლიონელ სკალონი - მესისთვის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი უკანასკნელი მატჩი იქნება ნაკრებში #1TVSPORT
ლიონელ სკალონი - მესისთვის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი უკანასკნელი მატჩი იქნება ნაკრებში #1TVSPORT

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის ნაკრებთან მატჩამდე განაცხადა, რომ მესისთვის ეს შეხვედრა ნაკრებში ბოლო იქნება.

„ეს იქნება ლეო მესის ბოლო მატჩი ნაკრებში. ამიტომ ჩვენ, ყველა, ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ ის შეძლებს მსოფლიო ჩემპიონობის მიღწევას, მაგრამ მთავარია, ყველა გულშემატკივარმა სიამოვნება მიიღოს მისი თამაშით და, ზოგადად, ფეხბურთით“, – განაცხადა სკალონიმ პრესკონფერენციაზე.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის ხვალ, 18 დეკემბერს გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაწყება. შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.