ლიონელ სკალონი - მესი თავისებურად ასევე ხელმძღვანელობს არგენტინის ნაკრებს #1TVSPORT
ლიონელ სკალონი - მესი თავისებურად ასევე ხელმძღვანელობს არგენტინის ნაკრებს #1TVSPORT

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ განაცხადა, რომ ლიონელ მესი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეროვნულ გუნდში და გარკვეულწილად, ნაკრების მეორე მწვრთნელია.

„მესი თავისებურად ასევე ხელმძღვანელობს გუნდს. როგორც კაპიტანი, ის გუნდის ლიდერია და თავის პარტნიორებს მუხტს აძლევს, რა თქმა უნდა, ის ასევე მაგალითს აძლევს იმით, როგორ მოატყუონ თავიანთი მოწინააღმდეგეები. ის ყოველთვის გვეხმარება ჩვენ, ყოველთვის ბრწყინვალეა ნაკრებში და მასთან ერთად ვარჯიში ერთი სიამოვნებაა“, – განაცხადა სკალონიმ Laureus Spirit of Sport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.