ლიონელ სკალონი - კორონავირუსმა მესის მდგომარეობაზე ძალიან იმოქმედა #1TVSPORT
ლიონელ სკალონი - კორონავირუსმა მესის მდგომარეობაზე ძალიან იმოქმედა #1TVSPORT

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ განმარტა ორ უახლოეს შესარჩევ მატჩში ეროვნულ გუნდში „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდის ლიონელ მესის არყოფნა. ცოტა ხნის წინ, 34 წლის ფეხბურთელმა კორონავირუსი გადაიტანა.

„რა თქმა უნდა, გვერჩივნა, რომ მესი ჩვენთან ერთად ყოფილიყო. მე ლეოს ველაპარაკე და მან აღიარა, რომ კორონავირუსმა ძალიან იმოქმედა მის მდგომარეობაზე. მნიშვნელოვანია, რომ ის უკვე მომჯობინდა. აი, ამიტომ გადავწყვიტე, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ ის, ამჯერად, კლუბის განკარგულებაში დარჩებოდა“, – განაცხადა სკალონიმ.

არგენტინა, რომელმაც უკვე მოიპოვა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე თამაშის უფლება, ორ უახლოეს შესარჩევ შეხვედრას ჩილესა და კოლუმბიის ნაკრებების წინააღმდეგ გამართავს.

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩებში სკალონი გუნდს ვერ უხელმძღვანელებს, რადგან ორი დღის წინ მას თავად შეეყარა კორონავირუსი.