ლიონელ სკალონი „ძალიან დაიღალა“ და წლის ბოლოს შეიძლება არგენტინის ნაკრებიდან წავიდეს #1TVSPORT

17:20, 10.09.2026

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, შესაძლოა, პოსტი დატოვოს.

ჟურნალისტ ვერონიკა ბრუნატის ინფორმაციით, სკალონიმ არგენტინის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტს, კლაუდიო ტაპიას განუცხადა, რომ ძალიან დაიღალა. 48 წლის სპეციალისტი განიხილავს შესაძლებლობას, რომ აღარ გააგრძელოს კონტრაქტი, რომელიც ამა წლის 30 დეკემბერს იწურება.

ასოციაციაში ცდილობენ სკალონის გადარწმუნებას, მაგრამ მისი მომავალი ჯერ გაურკვეველია.

ლიონელ სკალონი არგენტინის ნაკრებში 2018 წლიდან მუშაობს.

მსგავსი