ლიონელ სკალონი არგენტინის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში უხელმძღვანელებს

09:10, 31.07.2019

არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლიონელ სკალონი დარჩება პოსტზე და უხელმძღვანელებს გუნდს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში. ამის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ.

ახალგაზრდა სპეციალისტის წინა ხელშეკრულება ამა წლის ბოლოს იწურებოდა. როგორც ირკვევა, სკალონისთან კონტრაქტის გახანგრძლივების ინიციატორი გახდა ლეგენდარული არგენტინელი მწვრთნელი ლუის სესარ მენოტი, რომელიც ეროვნული გუნდის დირექტორია.

41 წლის სკალონიმ არგენტინის ნაკრები გასული წლის აგვისტოში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა კოპა ამერიკაზე მესამე ადგილი დაიკავა.

მსგავსი