ლიონელ მესის ვაჟმა „ბარსას“ კარში გატანილი გოლი აღნიშნა – ლუის სუარესის რეაქცია [ვიდეო]
ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ტურში „ბარსელონამ“ საკუთარ მოედანზე დაამარცხა „ბეტისი“ (5:2). შეხვედრას ტრიბუნიდან ადევნებდნენ თვალს ლიონელ მესი და ლუის სუარესი. ისინი ტრავმების გამო ვერ ეხმარებოდნენ საკუთარ გუნდს.
ინტრენეტში გაჩნდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ მესის ვაჟი მატეო სიხარულს გამოხატავს „ბეტისის“ ნახევარმცველის ნაბილ ფეკირის გოლზე, რის გამოც, სუარესისგან ხუმრობით საყვედური მიიღო.
Leo Messi's son celebrated Real Betis' goal yesterday. 👀
Just look at Luis Suárez's reaction. 😂 pic.twitter.com/8QGxPsQ5Hd
— Football Tweet (@Football__Tweet) August 26, 2019