ლიონელ მესის ვაჟი „ინტერ მაიამის“ აკადემიის ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT
ლიონელ მესის ვაჟი „ინტერ მაიამის“ აკადემიის ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT

არგენტინელი ფორვარდის, ლიონელ მესის ვაჟი ტიაგო მესი „ინტერ მაიამის“ აკადემიაში ისწავლის და ივარჯიშებს, – იტყობინება გაზეთი Daily Mail-ი.

წყაროს ცნობით, 11 წლის ტიაგო აკადემიაში 12-წლამდელების გუნდში ითამაშებს.

36 წლის ლიონელ მესი „ინტერ მაიამის“ ზაფხულში შეუერთდა. მან ცხრა მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.