ლიონელ მესის შთამბეჭდავი ფინტი ურუგვაის წინააღმდეგ (ვიდეო)

არგენტინის ნაკრების ფორვარდმა ლიონელ მესიმ ურუგვაისთან ამხანაგურ მატჩში ფანტასტიკური ფინტი შეასრულა. თამაში თელ-ავივში (ისრაელი) გაიმართა და ფრედ 2:2 დასრულდა.

მატჩის 22-ე წუთზე მესი ურუგვაის ნაკრების ხუთ-ექვს ფეხბურთელს გაუსწორდა. ამასთან, ერთ მომენტში ისე ჩანდა, რომ „ბარსელონას“ ლიდერი დაეცა და დაკარგა ბურთზე კონტროლი, მაგრამ შეძლო წამოდგომა და ორი ფეხბურთელის მოტყუება.

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ, მესი გახდა მეორე სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც ნაკრებში მინიმუმ 70 გოლი გაიტანა. პირველმა ეს ზღვარი ლეგენდარულმა ბრაზილიელმა პელემ გადალახა, რომელსაც ეროვნულ გუნდში 77 გოლი დაუგროვდა.