ლიონელ მესის „სევილიას“ პრეზიდენტთან და სპორტულ დირექტორთან კონფლიქტი მოუვიდა #1TVSPORT
ლიონელ მესის „სევილიას“ პრეზიდენტთან და სპორტულ დირექტორთან კონფლიქტი მოუვიდა #1TVSPORT

„ბარსელონამ“ ესპანეთის თასის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში 3:0 დაამარცხა „სევილია“, ორი მატჩის ჯაში 3:2 გაიმარჯვა და ფინალში გავიდა.

როგორც ესპანური პრესა წერს, მატჩის შემდეგ, გასახდელისკენ მიმავალ გვირაბში კონფლიქტი მოხდა „სევილიას“ პრეზიდენტს პეპე კასტროს, სპორტულ დირექტორს მონჩისა და „ბარსელონას“ ფორვარდ ლიონელ მესის შორის, რომლის გვერდით იმყოფებოდა პეპე კოსტა – არგენტინელი ფეხბურთელის პირადი მენეჯერი.

„სევილიას“ ხელმძღვანელებმა მესის ასეთი ფრაზით მიმართეს: „თქვენ ყოველთვის ერთნაირად იგებთ…“ მათ მიკერძოებულ მსაჯობაზე მიანიშნეს.

მესიმ კასტროსა და მონჩის უპასუხა: „თქვენ სახლში მიდიხართ“.

პრესის ინფორმაციით, მესის მკვეთრმა პასუხმა „სევილიას“ შეფებს გაჩუმება აიძულა.