ლიონელ მესის რეგულარული კონტაქტი აქვს ჩავისთან #1TVSPORT
ლიონელ მესის რეგულარული კონტაქტი აქვს ჩავისთან #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდის ლიონელ მესის „ბარსელონაში“ შესაძლო დაბრუნების შესახებ ბოლო დღეებში აქტიურად წერს ესპანური პრესა. მაგალითად, გაზეთი Marca ამ დასკვნამდე მივიდა კატალონური გრანდის ვიცე-პრეზიდენტის რაფა იუსტას სიტყვების შემდეგ. მან განაცხადა, რომ კლუბს აქვს კონტაქტი არგენტინელთან.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ საქმე არც ისე მარტივადაა. მესის მართლაც აქვს რეგულარული მიმოწერა „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელთან ჩავისთან, მაგრამ ურთიერთობა კლუბის პრეზიდენტთან ჟოან ლაპორტასთან კვლავაც არასახარბიელოა.

ჯერჯერობით, „ბარსელონას“ ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავს მესისთვის. შეგახსენებთ, რომ არგენტინელის კონტრაქტი „პარი სენ-ჟერმენთან“ ამ ზაფხულს იწურება.